ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ბექა ბასილაიას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ადვოკატ ბექა ბასილაიას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, ბექა ბასილაიას პატიმრობის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბასილაია უკრაინაში 2022 წლის მარტში ჩავიდა და „ქართულ ლეგიონში“ გაწევრიანდა, ხოლო საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ 2025 წლის შემოდგომამდე იბრძოდა.

„ბასილაია დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. ახლა მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული“, - წერს რუსული მედია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა