ანდრეი სიბიგა - უნგრეთმა ბუდაპეშტში დაკავებული უკრაინული ბანკის თანამშრომლები გაათავისუფლა

უნგრეთმა ბუდაპეშტში დაკავებული უკრაინული ბანკის თანამშრომლები გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს აცნობა, რომ უნგრეთმა დაკავებული უკრაინის შვიდი მოქალაქე გაათავისუფლა.

„ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან და უკრაინის საზღვარი უკვე გადმოკვეთეს. ჩვენმა კონსულებმა მათ საჭირო დახმარება გაუწიეს“, - წერს სიბიგა X-ზე.

ცნობისთვის, გუშინ უნგრეთმა ბუდაპეშტში უკრაინული „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მაშინ დააკავა, როდესაც მათ ავსტრიიდან უკრაინაში საბანკო თანამშრომლობის ფარგლებში საინკასაციო ავტომობილით თანხა და ძვირფასეულობა გადაჰქონდათ.

უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დაკავებულებს უკრაინაში უნგრეთის გავლით 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კილოგრამი ოქრო გადაჰქონდათ და უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო სამსახური ფულის გათეთრების საქმეს იძიებდა.

მომხდართან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ „ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები, და ფული მოიპარა“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს