„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პროექტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება

„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გივი მიქანაძის თქმით, ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს 7-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი არეგულირებს, რაც სამუშაო პროცესს როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად მოუქნელს და ხარვეზიანს ხდის. მინისტრის თქმით, ახალი ინიციატივა სწორედ ისეთი კანონპროექტის შექმნას გულისხმობს, რომელიც სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტების კონსოლიდაციას ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოახდენს.

„პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი კანონპროექტის შემუშავების ეტაპებზე იმსჯელეს. წევრებს შორის გადანაწილდა პასუხისმგებლობები, განხილულ იქნა მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები, გაანალიზდა სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზები და იდენტიფიცირდა გამოწვევები.

დაიგეგმა ჯგუფის საქმიანობის მომდევნო ეტაპები. წევრები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. კანონის მიღების შემდეგ სამინისტროს მიერ განხორციელდება განათლების სფეროს შიდა ნორმატიული აქტების სრული რევიზია.

სამუშაო ჯგუფს, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს. სპეციალური ჯგუფის წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია