ირაკლი ფავლენიშვილი - აუცილებელია, რომ კოორდინაცია არსებობდეს არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ იყოს მჭიდრო კომუნიკაცია სამოქალაქო ჯგუფებთან, რომლებიც ამ წინააღმდეგობასა და პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები

აუცილებელია, რომ კოორდინაცია არსებობდეს, არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ იყოს მჭიდრო კომუნიკაცია სამოქალაქო ჯგუფებთან, რომლებიც ამ წინააღმდეგობასა და პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „ოპოზიციის ალიანსსა“ და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ სამოქალაქო ჯგუფებთან შეხვედრის დროს განხილვის საკუთხი, მათთან კოორდინაცია და კომუნიკაცია იქნება.

„წინააღმდეგობაში ყველა ჯგუფს უდიდესი როლი აქვს, მათ შორის საზოგადოებრივ თუ სამოქალაქო ჯგუფებს. აუცილებელია, რომ კოორდინაცია არსებობდეს, არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ იყოს მჭიდრო კომუნიკაცია სამოქალაქო ჯგუფებთან, რომლებიც ამ წინააღმდეგობასა და პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება დღევანდელი შეხვედრა.

საღამოს მსვლელობას აუცილებლად შევუერთდებით, რომელიც სახელწოდებაც არის ის სულისკვეთება, რომელიც გვაქვს - „ძალა ერთობაშია“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპროტესტო ჯგუფებთან შეხვედრას ამ წუთებში მართავს.

შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციის ალიანსი“ აერთიანებს: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ფედერალისტებს“, „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „თავისუფლების მოედანს“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს