მედია - ალი ხამენეის ვაჟი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიჭრა

ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი, გასულ კვირას საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ჯერ კიდევ ცოცხალია, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ისრაელის ოფიციალურო პირების შეფასებით, მოჯტაბა ხამენეი ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიჭრა.

ინფორმაციისთვის, ალი ხამენეის შვილი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად განიხილება.

საერთაშორისო მედიის ცნობით, გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი ფავორიტია იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ირანის ექსპერტთა ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერად განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს