გიორგი კანდელაკი - გამოკითხვაზე დაბარებების გამო გაკვირვებული ვარ - სუს-ი უნდა ინტერესდებოდეს იმით, ირანის საელჩოსთან ჩვენი რამდენიმე ასეული მოქალაქე რომ ყვიროდა: „ხამენეი, შენი ბრძანებების შესასრულებლად მზად ვართ“

გამოკითხვაზე დაბარებების გამო გაკვირვებული ვარ, რადგან კვლევა, რომლის თანაავტორიც ვარ, არის „ჰადსონის ინსტიტუტის“ ინტელექტუალური საკუთრება - სუს-ი უნდა ინტერესდებოდეს იმით, გუშინ რომ ყვიროდნენ ირანის საელჩოსთან „ხამენეი შენი ბრძანებების შესასრულებლად მზად ვართო“, - ამის შესახებ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „საფრთხეს წარმოადგენს არა კვლევა, რომელიც ისედაც ცნობილი ამბებისა და ფაქტების აღნუსხვაა, არამედ საფრთხეა ყველაფერი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა“.

„ამ დაბარებების გამო გაკვირვებული ვარ, რადგან რაც წერია კვლევაში, რომლის თანაავტორიც მე ვარ - „ჰადსონის ინსტიტუტის“ ინტელექტუალური საკუთრება და კვლევაა - ყველაფერი საჯაროდ ცნობილია, არაფერი არ წერია იქ, რაც საჯაროდ ცნობილი არ არის. არც თინა ხიდაშელის და გუბაზ სანიკიძის მხრიდან არ თქმულა არაფერი ისეთი, რაც ცნობილი არ არის. გუშინ რომ ჩვენი რამდენიმე ასეული მოქალაქე ირანის საელჩოს წინ ყვიროდა, რომ „ხამენეი მზად ვართ, თქვენი ბრძანებების შესასრულებლადო“ ეს საფრთხე არ არის? ან „ალ მუსტაფას“ უნივერსიტეტი რომ დასანქცირებულია, რატომ არის დასანქცირებული, ეს ცნობილი არ არის? ყველაფერი საჯაროდ არის. საფრთხეს წარმოადგენს არა კვლევა, რომელიც ისედაც ცნობილი ამბებისა და ფაქტების აღნუსხვაა, არამედ საფრთხეა ის ყველაფერი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა.

სუს-ი უნდა ინტერესდებოდეს გუშინ რომ ყვიროდნენ „ხამენეი შენი ბრძანებების შესასრულებლად მზად ვართო“ მაგით“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე მივიდა.

ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია