საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1-ელი აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების წესი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მორწყვის მომსახურების 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება სრულად ჩამოიწერება.

“განსაკუთრებული პირობებია გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. 2026 წელს სახელმწიფო სრულად დაუსუბსიდირებს მორწყვის ყველა ოპერაციას ფერმერებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და საირიგაციო მომსახურებას იღებენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში.

ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიებზე გაწეული მორწყვის მომსახურების 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება სრულად ჩამოიწერება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ