ანტონიო კოშტა - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

ანტონიო კოშტას განცხადებით, რუსეთი მსოფლიოს ყურადღების უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში გადატანით სარგებლობს.

„ჯერჯერობით ამ ომში მხოლოდ ერთი გამარჯვებულია და ეს რუსეთია. ის ენერგორესურსებზე ფასების ზრდის გამო უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად ფინანსურ რესურსებს იღებს. ის სარგებლობს იმით, რომ სამხედრო შესაძლებლობების სხვაგან გადატანა ხდება, მათი უკრაინაში გაგზავნის ნაცვლად“, - განაცხადა კოშტამ.

მისი თქმით, ევროკავშირმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უნდა დაიცვას.

„თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვა ბომბებით არ მიიღწევა. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს. დამატებითი ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ