სახალხო დამცველი - ანასტასია ზინოვკინას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, როგორც პენიტენციური სამსახურის, ასევე ჩვენი მხრიდან

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი მზია ამაღლობელისა და ელისო კილაძის მონახულებისას მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ან განთავსების პირობებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაუფიქსირებიათ.

როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ასევე მოინახულა ანასტასია ზინოვკინა, რომელსაც მისი ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„მოვინახულე ქალბატონი მზია ამაღლობელი, ელისო კილაძე და ანასტასია ზინოვკინა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვქონდა ზუსტად საუბარი. იმ პირობებს გავეცანი, სადაც მათ ყოფნა უწევთ. რაიმე ტიპის პრობლემა ან საჩივარი ქალბატონ მზიას და ელისოს ჩემთან არ დაუფიქსირებიათ ჯანმრთელობასთან ან სხვა პირობებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქალბატონ ზინოვკინას საქმეს, მას ჩვენ დიდი ხანია ვსწავლობთ. მას აქვს ჯანმრთელობის რიგი პრობლემები, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, როგორც პენიტენციური სამსახურის, ასევე ჩვენი მხრიდან“,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში ლევან იოსელიანმა რუსთავის ქალთა დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი, ელისო კილაძე და ანასტასია ზინოვკინა მოინახულა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველმა ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ