„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წევრებსა და ადგილობრივ ლიდერებს შეხვდნენ

ზუგდიდში პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ხელმძღვანელობით, პარტიის ლიდერები ლევან სამუშია, გრიგოლ გეგელია, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი სიორიძე, მამუკა კაციტაძე და ოთარ ფარულავა, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წევრებსა და ადგილობრივ ლიდერებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „დისკუსია გაიმართა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, გაძვირებულ ცხოვრებაზე, მოსახლეობის სოციალურ სიდუხჭირესა და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე“.

„შეხვედრა, რომელსაც ზუგდიდის ორგანიზაციის 100-მეტი წარმომადგენელი დაესწრო, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსია გაიმართა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, გაძვირებულ ცხოვრებაზე, მოსახლეობის სოციალურ სიდუხჭირესა და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.

შეხვედრაზე განიხილეს პარტიის სამომავლო გეგმა, ადგილობრივთა ხედვები და იდეები, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, შეხვედრები ეყრდნობა მთავარ გზავნილს, რომ ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით.

„კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში. ამჟამად ვიმყოფებით ზუგდიდში და ვხვდებით სამეგრელოს ორგანიზაციებს, ჩვენს წევრებს და მხარდამჭერებს. ზუგდიდელებს, ფოთის, ხობის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის გუნდებს მთავარი გზავნილით, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით და შევძლებთ წინააღმდეგობის გაწევას პროპაგანდისთვის, ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისთვის და ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყანაში ერთად მივაღწიოთ მშვიდობასაც, კეთილდღეობასაც, თავისუფლებასაც და დემოკრატიასაც. ამისთვის საჭიროა ივანიშვილის ხელისუფლების სახლში გაშვება“, - განაცხადა კუპრაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება