პიტ ჰეგსეტი - დღეს ირანში ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება

დღეს ირანში ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ირანი მარტოა და ის საშინლად მარცხდება. ჩვენ ვიმარჯვებთ“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში ირანმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ცოტა რაკეტა გაუშვა.

„უკან არ დავიხევთ, ვიდრე მტერი სრულიად არ დამარცხდება. ამას ჩვენივე ვადებში, ჩვენი საკუთარი არჩევანის შესაბამისად ვაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ