ნიკა გვარამია - არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება - შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ კიდევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარი მათი აღიარება და გამოსწორებაა

არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება - შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ კიდევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარი მათი აღიარება და გამოსწორებაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია წერს, რითაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ეხმაურება.

„სწორედ ეს და არა უშეცდომობა გამოარჩევს პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას. პირადად ჩემთვის ეს განცხადება ალიანსის წარმატებაა და ძალიან სასიხარულოა“, - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ემიჯნებიან ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოუწოდებენ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები და ძალისხმევა „ოპოზიციის ალიანსის“ გაძლიერებისაკენ მიმართონ.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა მოქალაქის პოსტი გააზიარა, რომელიც აკრიტიკებდა „თავისუფლების მოედანს“. პეტრე ცისკარიშვილმა პოსტის გაზიარებისას დაწერა, რომ „ლატენტურიც აღარ ეთქმით, კოლექტიური ქოცისტანის ნაწილია ეს ხალხი!“

აღნიშნული პოსტის კომენტარებში პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თამარ ჩერგოლეიშვილმა კომენტარებში აღნიშნა, რომ პეტრე ცისკარიშვილი შეთანხმებას არღვევდა. „რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა!“ - დაწერა ჩერგოლეიშვილმა, პასუხად კი, ცისკარიშვილმა ჩერგოლეიშვილს კომენტარებშივე ასე მიმართა: "მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა".

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი