გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 მარტს, 10:00-იდან 10:45 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნატახტარი, ნავაზი, ნავაზარი, სელექცია, წილკანი. 11:00-იდან 17:00 საათამდე - აბონენტებს საგურამოში, გაზის დასახლებაში, წიწამურში, ახალსოფელში. 13:00-იდან 15:00 საათამდე - აბონენტებს ქ.მცხეთაში გიორგობიანის, აღმაშენებლის, არმაზის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, არმაზი, ნიჩბისი, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიაზე. 13:00-იდან 13:10 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ქსანი, სასხორი, ნიჩბისი. 16:10-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს ზაჰესში მშვიდობის, ავჭალის, ანდრონიკაშვილის, სვიმონ შოთაძის, აფხაიძის, ბელთაძის, ენერგეტიკოსების ქუჩებზე.

13:30-იდან 15:00 საათამდე ძაბვა გაეთიშებათ აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში.

15:00-იდან 18:00 საათამდე დენი შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში შერმადინის, ნურადინ-ფრიდონის, ხატაეთის, ჯანიაშვილის, თინათინის, ტარიელის ქუჩებზე, ქედის ბოლოს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ