მიხეილ სააკაშვილი - მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან - ქონება არასდროს დამიგროვებია და ესეც შეუძლიათ წაიღონ

მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1,5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისა , - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინა ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

სააკაშვილის თქმით, ქონება არასდროს დაუგროვებია და „ესეც შეუძლიათ წაიღონ“.

„დღეს გაიმართა "აპელაცია" ჩემი მთელი ქონების კონფისკაციის საკითხზე. საქმე იმაშია, რომ მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1,5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან.

ესეც თავის დროზე შევიძინე ჩემი ხელფასით, რუსული ემბარგოს შემდეგ, ჩვენი მევენახეებისა და მეღვინეების გამხნევებისთვის და ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.

აქ დამყავდა პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, სენატორები, მონაკოს პრინცი, ევროკავშირის ხელმძღვანელები. ამ სახლს და ვენახს აჩვენებდნენ თავისუფალ მედიაში.

დღეს ყველაფერ ამას დაუსვეს წერტილი. ალბათ ამ პატარა ვენახს ვინმე ბობოლა ქოცი მიიერთებს და სახლს აუცილებლად დაანგრევს, როგორც მისი გამოყენებისთვის გამოუსადეგარ, ცუდ სიმბოლოს.

მე ქონებას არასდროს გამოვკიდებივარ. 1993 წელს მუშაობა დავიწყე ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიაში Patterson Belknap Webb & Tyler, 36-ე სართულზე, მე-8 ავენიუზე მქონდა საკუთარი კაბინეტი, მყავდა მდივანი და მქონდა ძალიან კარგი ხელფასი, ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმებში აღწერენ. მივატოვე ყველაფერი და ჩამოვედი ბნელ, ცივ საქართველოში. ამიტომ ქონება არასდროს დამიგროვებია და ესეც შეუძლიათ წაიღონ“, - წერს სააკაშვილი.

სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 392 827 ლარის გადახდას ავალებდა, ძალაში დატოვა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი