ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მოვითხოვეთ პატიმრების მონახულება, განსაკუთრებით, მზია ამაღლობელის, რაც გამოვხატეთ პრემიერთან, პრეზიდენტთან, შს მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან, მათ გვიპასუხეს: „არა“

მოვითხოვეთ პატიმრების მონახულება, განსაკუთრებით, მზია ამაღლობელის, ეს გამოვხატეთ პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან, მათ გვიპასუხეს: “არა”, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“მინდა, გითხრათ, რომ მოვითხოვეთ პატიმრების მონახულება, რომლებიც ციხეში არიან, განსაკუთრებით, სახაროვის პრიზის მფლობელის [მზია ამაღლობელის]. ეს გამოვხატეთ პრემიერ-მინისტრთან, ეს გამოვხატეთ ქვეყნის პრეზიდენტთან, ეს გამოვხატეთ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ეს გამოვხატეთ პარლამენტის სპიკერთან. და მათ გვიპასუხეს: “არა”.

ასე რომ, ვიღებთ იმ ფაქტს, რომ მთავრობას აქვს უარის თქმის უფლება, მაგრამ ვთხოვეთ განხილვა. ვფიქრობთ, რომ თუ მოლაპარაკებებში ხარ, ან აპირებ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, (განვიხილეთ ეს) რა თქმა უნდა, პოლიტიკურად უნდა აწარმოო მოლაპარაკებები….

და ვფიქრობ, რომ დღევანდელი ვითარება, რაც ვნახეთ, როგორც მინიმუმ, გვაიძულებს ვუთხრათ მთავრობას, რომ უნდა განიხილონ [პატიმრების] გათავისუფლება”, - განაცხადა სამპიეტრომ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ