მაკა ბოჭორიშვილი - პოლიტიკოსების ადგილი არის პარლამენტში, ბოიკოტი დამაზიანებელია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც შედიან ბოიკოტში და ამას იზიარებს ყველა, ვინც განიხილავს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში

რა თქმა უნდა, ინტერესის სფეროს წარმოადგენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაცია. ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკოსების ადგილი არის პარლამენტში და ბოიკოტი არის დამაზიანებელი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

ბოჭორიშვილის თქმით, მხარეებს შორის საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოსა და არსებული ვითარების გათვალისწინებით შესაბამის გამოწვევებს.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი ფაქტია. კარგია, რომ ვიზიტი შედგა, კარგია, რომ მას შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პირველი პირებისგან მოისმინა ინფორმაცია, რაც მას აინტერესებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად, ეუთო-ს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე.

რა თქმა უნდა, ინტერესის სფეროს ასევე წარმოადგენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაცია. ერთი რამ არის ცხადი - ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკოსების ადგილი არის პარლამენტში და ბოიკოტი არის დამაზიანებელი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც შედიან ბოიკოტში და ამას იზიარებს ყველა, ვინც განიხილავს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს 10 მარტს დაასრულებს. მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი