უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მრჩევლების სამი ჯგუფი გაგზავნა

უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მრჩევლების სამი ჯგუფი გაგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში ვითარებას, ჩვენი გუნდები გავგზავნეთ. სამი პროფესიონალური, დაკომპლექტებული გუნდი… ამ კვირის განმავლობაში სამივე იქნება სამ სხვადასხვა ქვეყანაში. პირველი სამი ქვეყანა, სადაც ჩვენი შეთანხმებებით გავგზავნეთ - კატარი, არაბთან გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისადმი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პროგრამა ლოგიკურად “დრონებზე შეთანხმების” პროგრამაში შედის, რომელსაც უკრაინა აქამდე აშშ-ს სთავაზობდა.

„ამას ვთავაზობდით უპირველეს ყოვლისა ამერიკელებს, ჩვენს პარტნიორებს. ხოლო ის, რომ დღეს ახლო აღმოსავლეთს ჩვენდამი ასეთი მოთხოვნა აქვს, ეს ყველაფერი არის პრინციპში “დრონებზე შეთანხმების” ნაწილი. ამიტომ “დრონებზე შეთანხმება” აშშ-სთვის სავსებით აქტუალურია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ