ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე საელჩოს ხურავს

ავსტრალიამ აბუ-დაბისა და თელ-ავივში საელჩოები, ასევე დუბაიში საკონსულო დახურა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა.

მისი თქმით, სულ მცირე ცხრა ქალაქში, სადაც ავსტრალიის საელჩოები და საკონსულოებია განთავსებული, სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განხორციელდა.

„ირანის საპასუხო თავდასხმები გრძელდება ისეთი მასშტაბით და სიღრმით, როგორიც აქამდე არ გვინახავს“, - განაცხადა ავსტრალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის პარლამენტში საუბრისას.

მისი თქმით, კონფლიქტი, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, გაძლიერდება და გაგრძელდება.

„ჩვენი მისიები აბუ-დაბიში, დუბაიში და თელ-ავივში ბოლო კვირის განმავლობაში ფიზიკურად დაიხურა“, - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ავსტრალიამ ასევე მოუწოდა იმ პირებს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში დიპლომატიური წარმომადგენლების დაქვემდებარებაში არიან, ეს ქვეყნები დაეტოვებინათ.

„ირანის სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევმა თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ავსტრალიელების სიცოცხლეს და ჩვენ ვაგრძელებთ დაზარალებული ავსტრალიელების მხარდაჭერას. შეზღუდული კომერციული ფრენები განახლდა და ვაფართოებთ საკონსულო ძალისხმევას“, - აღნიშნა ვონგმა.

მისი ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთიდან 23 კომერციული რეისით ქვეყანაში 3 200-ზე მეტი ავსტრალიელი დაბრუნდა. კონფლიქტის დაწყებისას რეგიონში დაახლოებით 115 000 მოქალაქე იმყოფებოდა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი