„ოპოზიციის ალიანსი“ - რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია - ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ. მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომ დიქტატორი ივანიშვილი საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღით წამლავს, - ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსისა” და მასში შემავალი პარტიების მიერ “მოსკოვის მექანიზმთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას გააჟღერა.

როგორც “ოპოზიციური ალიანსის” განცხადებაშია აღნიშნული, “ქართული ოცნების” მიმართ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია და ახლა საჭიროა ქვეყნის მშვიდობიანი გადაბარება.

“დღეს ეუთო-ს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმის დასკვნამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივით ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ავტოკრატიულ ანგარიშსწორებაში ამხილა. ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების უმძიმეს, სისტემურ დარღვევებს რეჟიმის მხრიდან.

დასკვნა ერთი მხრივ, მოუწოდებს რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ხაზგასმით არის მოწოდება პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე, ეს ანგარიში მოუწოდებს რეჟიმს, რომ პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, რომელიც დამნაშავეა ქართველი ხალხის წინაშე და რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, მათ შორის, ამ გამზირზე, სადაც ადამიანები ერთ წელზე მეტია, იკრიბებიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტის, ევროპული, დემოკრატიული ნორმალური მომავლის დასაცავად.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება არის წევრ სახელმწიფოებზე, რომ აამოქმედონ საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტრუმენტები, მათ შორის, მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგის ტრიბუნალი) ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ იმიტომ, რომ მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომ დიქტატორი ივანიშვილი საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღით წამლავს. ასევე, სახელმწიფოებმა გამოიყენონ ე.წ. უნივერსალური იურისდიქცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია უნივერსალური იურისდიქციის უფლებამოსილება, გამოიძიოს აღნიშნული დანაშაულები და დასაჯოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა ამაში.

რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია, ქართველი ხალხის მხრიდან რეჟიმის წინააღმდეგ განაჩენი გამოტანილია და ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით ეს განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა”, - ნათქვამია “ოპოზიციური ალიანსის” განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“