ირაკლი კუპრაძე - ქართველი ხალხი არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ავტოკრატიული რეჟიმის შექმნას - ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა

ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ხვალინდელ შეხვედრაზე, საქართველოს საკითხის განხილვას.

მისი თქმით, „ქართველი ხალხი არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ავტოკრატიული რეჟიმის შექმნას ჩვენს სახელმწიფოში“.

„იმედი მაქვს, რომ ევროპული პოლიტიკური ელიტა, საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ იმ ტიპის გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი პოლიტიკური განაცხადი, დეკლარაცია, მანიფესტი, გადაწყვეტილება თუ ა.შ..

ჩვენ ცალსახა პოზიცია გვაქვს: ქართველი ხალხი არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ავტოკრატიული რეჟიმის შექმნას ჩვენს სახელმწიფოში. ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა. თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი. შეუძლებელია აკეთებდე ანტიდასავლურ საქმეს, ევროკავშირს ებრძოდე 24 საათი - საგარეო, საშინაო, ყველანაირი ღირებულებით პოლიტიკას და პარალელურად გინდოდეს, რომ პარიზში ან მონაკოში, ირაკლი ზარქუასავით ჩაგრიალდე და იქ მოაწყო რაღაც საკუთარი ვოიაჟი.

თუ გეზიზღება ევროკავშირი, ნუ ჩადიხარ, ბატონო ირაკლი ზარქუა ევროკავშირში და ის უვიზო მიმოსვლაც რაც შეგიჩერდებათ, შეირგეთ, როგორც საკადრისი და საპასუხო სიტყვა მათგან“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ