დონალდ ტრამპი - გვსურს, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დაგვეხმარონ, ბევრმა ქვეყანამ მითხრა, რომ უკვე გზაში არიან - ქვეყნები, რომლებსაც მრავალი წელი ვიცავდით, დიდ ენთუზიაზმს არ ავლენენ

ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კენედის ცენტრში შეხვედრაზე განაცხადა.

„კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით. ეს ძირითადად კომერციული და სამხედრო სამიზნეებია. მათ მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების დონე 90%-ით შემცირდა, ხოლო დრონების 95%-ით“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის 100-ზე მეტი გემი და 30-ზე მეტი გამნაღმველი გემი გაანადგურეს.

„მათი საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და გემები განადგურებულია. მათი ლიდერები აღარ არიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, რომ ჰორმუზის სრუტის დაცვაში მონაწილეობა მიიღონ.

„გვსურს, რომ სრუტესთან დაკავშირებით დაგვეხმარონ. ბევრმა ქვეყანამ მითხრა, რომ უკვე გზაში არიან. ზოგიერთი მათგანი ენთუზიაზმით არის განწყობილი. ზოგიერთი ნაკლებად. ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდით, დიდ ენთუზიაზმს არ ავლენენ. ენთუზიაზმის დონე კი ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი