ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვლიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ცირკულირებს ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და 65 წელს ზემოთ პირებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვლიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ცირკულირებს ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, რადგან მას შეუძლია ბრონქების ანთება გამოიწვიოს.

როგორც ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ვირუსს ახასიათებს ხშირი ხველა, გახშირებული და გაძნელებული სუნთქვა.

„ეს არის ვირუსი, რომელმაც ჩაანაცვლა გრიპი. თუ დეკემბრიდან დაწყებული საქართველოში ყველაზე ხშირად მიმართვიანობის განმაპირობებელი როგორც სტაციონარებში, ისე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში იყო გრიპი, კერძოდ კი, ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, ახლა განსაკუთრებით, თებერვლის მეორე ნახევრიდან ყველაზე ხშირად ფიქსირდება ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების ანთება. ამ დაავადებას ბრონქიოლიტი ჰქვია და მისთვის დამახასიათებელია სუნთქვის მკვეთრი გახშირება, შეტევითი, ხშირი ხველა, გახშირებული და გაძნელებული სუნთქვა. ეს ყველაფერი მიმდინარეობს მსტვინავი ხასიათის სუნთქვის ფონზე. ამ დაავადების დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს. სწორედ კლინიკური ნიშნებით არის ამ დაავადების დიაგნოსტირების შესაძლებლობა, დამატებითი კვლევები არ სჭირდება. თუ 2 წლამდე ასაკის ბავშვს ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები აქვს, უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის ბრონქიოლიტი. შესაბამისად, მკურნალობაც და მართვაც მიდის, როგორც ბრონქიოლიტის. რთული და მძიმე მიმდინარეობა ინფიცირების ყველა შემთხვევას არ აქვს, მაგრამ პაციენტების ნაწილი საჭიროებს ჟანგბადის დამატებით მიწოდებას, გადასხმას და სითხის შევსებას. პაციენტების მცირე ნაწილს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, გართულებების თავიდან არიდების მიზნით, საჭიროა აცრა. ივანე ჩხაიძე ასევე განმარტავს, რომ ვირუსი 4 დღემდე არის აქტიური.

„ეს არ არის ყველა ორსულთან გასაკეთებელი აცრა. ვაქცინაცია კეთდება იმის მიხედვით, თუ ორსულობის მერამდენე თვეა და როდის ველოდებით ბავშვის დაბადებას. ასევე, შესაძლებელია 1-6 თვის ასაკის ბავშვებშიც გაკეთდეს, ვინაიდან ამ ასაკში არის ყველაზე მეტად გართულებების მაღალი ალბათობა.

თუმცა, ეს ვირუსი არა მხოლოდ ბავშვებისთვის არის რისკის შემცველი, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში მას შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემა, რომელიც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის საავადმყოფოში მოხვედრის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, ეს არის ფილტვების ანთება.

ეს ორი რადიკალურად განსხვავებული ასაკი, 2 წლამდე და 65 წელს ზემოთ არის ძირითადი რისკ-ჯგუფები, სადაც ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, საჭიროა ინტენსიური მეთვალყურეობა და აქტიური ჩარევა დაავადების მართის პროცესში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ის მოსახლეობას რეკომენდაციას მიმართავს, რომ მოახდინონ ვირუსიანი ადამიანების ოჯახის წევრებისგან სრული იზოლირება, ატარონ ნიღაბი, დაიცვან ხელების ჰიგიენა, გაანიავონ ბავშვის ოთახი და სველი წესით დაალაგონ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში