„ენერგო პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი საწინდარია გაზრდილი ინვესტიციისა

[ელექტროენერგიის] გაზრდილი ტარიფი საწინდარია გაზრდილი ინვესტიციისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან - რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციის ფონზე, სიკეთე, რომელიც რიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს, ხვალვე ვერ განხორციელდება,- ამის შესახებ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ მამისეიშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა სემეკის გადაწყვეტილება, რომელმაც მათი კომპანიისთვის ინვესტიციების მოცულობა ყოველწლიურად 200 მილიონი ლარით განსაზღვრა.

მამისეიშვილის თქმით, მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებისთვის კომპანია აქტიურად დაიწყებს მუშაობას.

„მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ზედმიწევნით კარგად იცის ჩვენი ქსელური პრობლემები და არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. გაზრდილი ტარიფი ეს არის საწინდარი გაზრდილი ინვესტიციისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან.

რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციის ფონზე, ეს სიკეთე, რომელიც რიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს, ხვალვე ვერ განხორციელდება. ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. ჩვენ მზად ვართ, თითოეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოოდ, არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს.

გვქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, ბევრი შეხვედრები. განვიხილავდით საინვესტიციო გარემოს და ტარიფის სხვადასხვა პაკეტს, მათ შორის გაანგარიშების. თუმცა რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, დღეს გაჟღერდა და მის განხორციელებაზე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას“,- განაცხადა გრიგოლ მამისეიშვილმა.

ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. ამასთან, სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ცვლილებები შეეხო საინვესტიციო საკითხს. მისივე ინფორმაციით, „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი, რომელიც შემდგომ დაკორექტირდა და საშუალოწლიურად, 200 მილიონი ლარია, რაც 5 წლის განმავლობაში შეადგენს 1 მილიარდ ლარს“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში