საია-ს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საია-ს და მედია ორგანიზაციების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო და სახელმწიფოს შეკითხვები გამოუგზავნა. შესაბამის ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

ამასთან, საია-ს თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1-ელ აპრილს საია საზოგადოებას მიაწოდებს მეტ დეტალს საქმის არსის და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ.

საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, კანონი მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციების „შევიწროების იარაღად არის გამიზნული“.

„ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, მიიღეს კიდევ ერთი კანონი (FARA), რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების, უფლებადამცველების შევიწროების იარაღად არის გამიზნული ქართულ რეალობაში.

მათ შორის, სწორედ ამ ცვლილებებმა დააინიცირა სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობა ამ კონტექსტში პირველად.

1 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლო ამ საქმის განხილვას იწყებს.

2026 წლის პირველ აპრილს, საზოგადოებას მივაწოდებთ მეტ დეტალს ამ საქმის არსის, და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ“, - წერს ონიანი.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა