ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებს აღდგომისთვის ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ - საპასუხოდ, „შაჰედებს“ ვიღებთ

ლუცკში რუსების მიერ Shahed-ებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა - რუსებმა გაანადგურეს საკვების საწყობები და „ნოვა ფოსტას“ ტერმინალი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთი ღამით თავს დაესხა დნიპროს, ჟიტომირის, პოლტავას, ოდესის, ხარკოვის და ხმელნიცკის ოლქებსაც და უკრაინის წინააღმდეგ, საერთო ჯამში, 339 დრონი მათ შორის 200-მდე Shahed-ის ტიპის დრონი, გამოიყენა.

„დღეს საკმაოდ დატვირთული დიპლომატიური დღე იქნება - ბევრი კონტაქტი უკვე დაგეგმილია და ეს ღამის თავდასხმა, ფაქტობრივად, რუსეთის პასუხია დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ჩვენ მათ შევთავაზეთ ცეცხლის შეწყვეტა აღდგომისთვის - საპასუხოდ, „შაჰედებს“ ვიღებთ. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ცეცხლის შეწყვეტა კონკრეტულად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით - რუსები ამას უგულებელყოფენ და კიდევ ერთხელ ცდილობენ ჩვენი ქვესადგურებისა და ტრანსფორმატორებზე დარტყმას. უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს სიცოცხლის დასაცავად ერთობლივი შესაძლებლობების გაფართოებაზე, მაშინ როცა რუსეთი აგრძელებს ევროპაში ომის გაჭიანურებას და ირანის რეჟიმთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებით, ის ღიად ახდენს ინვესტირებას ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ომის გაღვივებაში.

რუსეთი გლობალური საფრთხეა და მის მიერ სიცოცხლისა და მშვიდობის უგულებელყოფა ხელს უშლის ნებისმიერ დიპლომატიას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ძალისხმევას სიცოცხლის დასაცავად და ყველასი, ვინც უზრუნველყოფს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებას. რაც უფრო მაღალია რუსული დრონებისა და რაკეტების მოგერიების მაჩვენებელი და რაც უფრო მაღალია შეზღუდვების პროცენტული მაჩვენებელი რუსულ ნავთობზე, ვაჭრობასა და წარმოებაზე, მით უფრო მალე იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და დამყარდება მშვიდობა“, - წერს ზელენსკი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს