ნიკა გვარამია - ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა - ახლა კიდევ მოლდოვის მთელი რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით

ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, „ქოცებმა“. ამ სამარცხვინო და სულელური ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა - ახლა კიდევ მოლდოვის მთელი რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს.

„ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, „ქოცებმა“. ამ სამარცხვინო და სულელური ტყუილით (თან, ირანელი დიპლომატის განცხადებიდან მესამე (!) დღეს) შეიზილეს „ქოცებმა“ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა. მაგათ ვინ დაეძებს, ჩვენს სამშობლოსაც შეაზელინეს.

ახლა კიდევ მოლდოვის მთელი რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით, რომლიც თბილისში ვიზიტამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მოსკოვში იყო ვიზიტად. „როსია 24“- თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მოლდოვის პროევროპულმა კურსმა ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა, ის კი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა.

ვინ იცის, ვისგან მოაქვს დოდონს „მოკითხვა" ივანიშვილთან?

რუბიოს ზარს პუტინის ემისარი რომ მოჰყვა კვალდაკვალ და ირანთან სამარცხვინო რევერანსი დაემატა, ამაზე დავფიქრდეთ, აჯობებს, კალაძის ბოდიალის ნაცვლად“- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა