რუსებმა ხარკოვის და სუმის ოლქებს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი ჩვილია.

რუსების თავდასხმის ქვეშ სამი რაიონი, ოსნოვიანის, კიევის და შევჩენკოვის რაიონები მოხვდნენ. დაზიანებულია საოფისე და საცხოვრებელი შენობები.

ამასთან, სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 29 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსებმა შოსტკა მართვადი საჰაერო ბომბებით დაბომბეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს