ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებს შეწყვეტს, ჩვენც სარკისებურად ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები შეწყვიტოს, თუ ოკუპანტები საპასუხო ზომებზე დათანხმდებიან.

მისი განმარტებით, უკრაინის წინადადება რუსულ მხარეს ამერიკელების მეშვეობით გადაეცა.

„თუ რუსეთი მზად იქნება, შეაჩეროს თავდასხმები ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე, მზად ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ. რუსულ მხარეს ჩვენი ეს წინადადება აქვს - ამერიკელების მეშვეობით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის პარტნიორებს, რომლებიც თავიანთი მეთოდებით - შესაბამისი სანქციებით, ტანკერების შეჩერებით და რუსეთისთვის თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდების შეზღუდვით - ოკუპანტებზე ზეწოლას აგრძელებენ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს, რასაც რუსები ნავთობით შოულობენ, ომს მოახმარენ.

„ამიტომ, ყველა შეზღუდვა, რასაც მათი ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობაზე ვაწესებთ, სწორი საქციელია,“ - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ირანში ომის გამო, რუსეთს, როგორც ნავთობის ქვეყანას, მეტის შოვნა სურს, მაგრამ უკრაინული დრონები და რაკეტები მის ამის შესაძლებლობას ზღუდავს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ