უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების უფროსი - რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაზე დრონებით თავდასხმებისთვის იყენებს

რუსეთი ბელარუსის და სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიას „შაჰედის” ტიპის დრონების გასაშვებად იყენებს, რომლითაც უკრაინას ესხმის თავს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების უფროსმა იური იგნატმა განაცხადა.

„მოწინააღმდეგე ფრენებისთვის მოლდოვას, არაღიარებული დნესტრისპირეთის, რუმინეთისა და ბელარუსის ტერიტორიას იყენებს. რუსული დრონები უკრაინის ტერიტორიის გავლით ფრენასაც კი ერიდებიან, რადგან რუსები თავს არიდებენ საკუთარი დრონების პოტენციური განადგურების ზონებს“, - აღნიშნა იგნატმა.

მისი თქმით, ბელარუსს, სავარაუდოდ, აქვს კოშკები და რეტრანსლატორები, რომლებიც რუსებს დრონების კონტროლში ეხმარება.

უკრაინული მედიის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ბელარუსში შორ მანძილზე მოქმედი დრონების ბაზების მშენებლობა დაიწყო, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უკრაინის ქალაქებში შეფრენის დროს და კრიტიკულად იმოქმედებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ