დონალდ ტრამპი რომის პაპზე - საბოდიშო არაფერია, ის ცდება - ირანს სურს, იყოს ბირთვული სახელმწიფო, რათა მსოფლიოს განადგურება შეძლონ, ეს არ მოხდება

რომის პაპი ძალიან ეწინააღმდეგება იმას, რასაც მე ვაკეთებ ირანთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ის ძალიან სუსტია დანაშაულსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა კანონისა და წესრიგის და, როგორც ჩანს, მას ამასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რომის პაპთან საბოდიშო არაფერი აქვს.

„საბოდიშო არაფერია. ის ცდება, მას არ მოეწონა ის, რასაც ირანთან დაკავშირებით ვაკეთებთ, მაგრამ ირანს სურს იყოს ბირთვული სახელმწიფო, რათა მათ შეძლონ მსოფლიოს განადგურება. ეს არ მოხდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, მან Truth Social-ში დაწერა, რომ პაპი „სუსტია დანაშაულის საკითხში და საშინელია საგარეო პოლიტიკისთვის“.

„მე რომ არ ვყოფილიყავი თეთრ სახლში, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა“, - დაწერა მან.

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გააგრძელებს ხმის ამაღლებას „ომის წინააღმდეგ, და შეეცდება ხელი შეუწყოს მშვიდობას, სახელმწიფოებს შორის დიალოგსა და მრავალმხრივ ურთიერთობებს“.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ რომის პაპთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კომენტარს მიუღებელი უწოდა.

„პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია და მისთვის სწორი და ნორმალურია მშვიდობისკენ მოწოდებით გამოსვლა და ომის ყველა ფორმის დაგმობა“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს