რუსეთმა ოდესის ოლქში პორტს დაარტყა, რის შედეგადაც პანამის დროს ქვეშ მცურავი გემი დაზიანდა

რუსეთმა ოდესის ოლქში პორტს დაარტყა, რის შედეგადაც პანამის დროს ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია აღდგენის საკითხებში ვიცე-პრემიერზე, საზოგადოებისა და ტერიტორიული განვითარების მინისტრ ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ალექსეი კულებას ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილში მდებარე პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

„ღამით რუსეთმა ქალაქ იზმაილში საზღვაო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. პორტის ტერიტორიაზე რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა. დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

კულებას ინფორმაციით, რუსეთის დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა