მედია - უკრაინა ისრაელს მოუწოდებს, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავოს, რომელიც ხაიფას პორტში შევიდა

უკრაინა ისრაელს მოუწოდებს, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავოს, რომელიც ხაიფას პორტში შევიდა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

უკრაინული ცენტრის „მიროტვორეცის“ ჟურნალისტის, კატერინა იარესკოს ცნობით, ისრაელმა ხაიფას პორტში შესვლის უფლება მისცა რუსულ გემს, რომელსაც ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან მოპარული მარცვლეული გადააქვს.

აღნიშნულ საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა თავის ისრაელელ კოლეგას, გიდეონ საარს ესაუბრა.

„ყურადღება გავამახვილე რუსულ გემზე, რომელსაც უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადააქვს და ისრაელის ერთ-ერთ პორტში შესვლის უფლება მიეცა. ხაზი გავუსვი, რომ მოპარული საქონლით მსგავსი ვაჭრობა დაუშვებელია“, - დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელში.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ისრაელში უკრაინის ელჩი, ევგენი კორნიიჩუკი საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალჩინოსნებს 27 მარტს შეხვდა და მათ მოუწოდა, რომ გემის ისრაელის პორტში შესვლა არ დაეშვათ. ასევე, გამოცემის ცნობით, გუშინ უკრაინის გენერალური პროკურორი კიევში ისრაელის ელჩს, მიხაილ ბროდსკის შეხვდა და მასაც მოუწოდა, რომ ისრაელს გემი შეეჩერებინა.

ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა The Times of Israel-ს განუცხადა, რომ უკრაინა გაბრაზებულია, რადგან ისრაელმა მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს ხაიფას პორტში შესვლის ნება დართო.

„ისრაელი არ იქნებოდა ბედნიერი, ჩვენ შესყიდვა ირანიდან რომ დავიწყოთ. ამას არ ვაკეთებთ. ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ მსგავსი რამ რუსეთთან დაკავშირებით თქვენგანაც მოვითხოვოთ“, - აღნიშნა ისრაელში უკრაინის ელჩმა.

მისი თქმით, „ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და საბაჟო სამსახურმა ამის შესახებ იცოდა“.

„სულ მცირე გემის დაყოვნება შეეძლოთ, ვიდრე დამატებით ინფორმაციას მიიღებდნენ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს“, - განაცხადა ელჩმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია