გიგა ფარულავა „ოპოზიციურ ალიანსზე“ - მათი გეგმა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება არ ყოფილა - მხოლოდ პროვოკაციული სცენარები, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს

ოპოზიციური პარტიების გეგმა არასდროს ყოფილა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება, არამედ, პროვოკაციული რევოლუციური სცენარები, ამიტომ ჩვენ არ გვაინტერესებს მათი გეგმები, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ოპოზიციის მეორე ნაწილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმები იყო პროვოკაციული რევოლუციური სცენარები, რაც საქართველოს მოქალაქეებს 4 ოქტომბრის სახით შესთავაზეს.

“ჩვენი გეგმაა მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესება, პენსიების გაზრდა, “ოცნების” კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ იმ პრობლემებზე ვკონცენტრირდებით, რაც ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს მადიართან დატოლებას ცდილობენ - მათი გეგმები საზოგადოებამ ნახა. მათი გეგმები იყო პროვოკაციული რევოლუციური სცენარები, რაც ოთხი ოქტომბრის სახით შესთავაზეს ჩვენს მოქალაქეებს. მათი გეგმა არასდროს ყოფილა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება, არამედ, პროვოკაციული რევოლუციური სცენარები. ამიტომ, ჩვენ არ გვაინტერესებს მათი გეგმები. ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ ჩვენი გეგმების შესასრულებლად.

რაც შეეხება “ოცნებას” - უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო, “ოცნება”, ალბათ, ჯერ შოკიდან არ გამოსულა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმაზე მაღლა დგას, ვიდრე ეს "ოცნების" და ორბანის პოლიტიკური თანამშრომლობა შეიძლება ყოფილიყო. უნგრეთსა და საქართველოს შორის, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ფარულავამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს