ირაკლი ზარქუა - გეკა ისევ იმ პოზიციაზეა, თავდაცვის მინისტრი ისევ იმ პოზიციაზეა, პრემიერ-მინისტრი ისევ ის არის, ინფრასტრუქტურის მინისტრი ისევ ის არის, დეპარტამენტის ხელმძღვანელი თუ შეიცვალა არ ვიცი - თუ რამე იქნება, ყველა ერთად გავიგებთ

[საკადრო ცვლილებებზე] ინფორმაცია არ გვაქვს და არც ვადასტურებთ - თუ რამე იქნება, თქვენც, მეც, ყველა ერთად გავიგებთ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„მე პირადად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თუ ეს მოხდება, ამას გავიგებთ თქვენც, მეც და ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ კომენტარი გავაკეთოთ. არ ვფლობ ამ ინფორმაციას და არ მგონია, სწორი იყოს [კომენტარის გაკეთება]. გეკა ისევ იმ პოზიციაზეა, თავდაცვის მინისტრი ისევ იმ პოზიციაზეა, პრემიერ-მინისტრი ისევ ის არის, ინფრასტრუქტურის მინისტრი ისევ ის არის, დეპარტამენტის ხელმძღვანელი თუ შეიცვალა არ ვიცი, შეიძლება, იგივეა. არ გვაქვს ეს ინფორმაცია და არც ვადასტურებთ. თუ რამე იქნება, თქვენც, მეც, ყველა ერთად გავიგებთ", - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, შესაძლოა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ “ერთ-ერთი ვერსიით, “ქართული ოცნება” გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას განიხილავს, თავდაცვის მოქმედ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ”. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, შესაძლოა, მინისტრად გელა გელაძის მოადგილე, რონი მესხი დაინიშნოს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია