ირაკლი ზარქუა - „გახარიებს“ ოპოზიციური მუხტის შემოტანა არ გამოსდით - ცდილობენ, უაზრო კითხვებით თავი გამოიჩინონ

„გახარიებს“ ოპოზიციური მუხტის შემოტანა არ გამოსდით - ბანალურ კითხვებს სვამენ და ცდილობენ, ამ უაზრო კითხვებით თავი გამოიჩინონ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია და ეს თავად ევროკავშირმა გააკეთა.

„დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის პლატფორმის გამოყენებით დგას პარლამენტში, პასუხობს ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს. საკმაოდ ამომწურავად და არგუმენტირებულად უპასუხა. რაც შეეხება მცდელობას, თითქოს, „გახარიებმა" რაღაც ოპოზიციური მუხტი შემოიტანა, არ გამოსდით. ისეთ ბანალურ კითხვებს სვამენ - „რატომ შეაჩერეთ ევროინტეგრაცია?" არადა ყველამ იცის, რომ ჩვენ არ შევაჩერეთ. ბატონმა ჰერჩინსკიმ ივნისში გააკეთა განცხადება, რომ ევროკავშირი წყვეტს ურთიერთობას. რატომ?! იმიტომ რომ დაგვსაჯეს, რადგან ეროვნულ ღირებულებებს ვიცავდით. ამის გამო და კიდევ იმის გამო, რომ „მეორე ფრონტი“ არ გავხსენით და არ შევეწირეთ სხვის ომს, გვსჯიდნენ. ჩვენ განცხადება ამის შემდეგ გავაკეთეთ. ეს რომ არ ყოფილიყო საჯილდაო ქვა, ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენ ამ სპეკულაციებს დავასრულებთ და როცა საქართველო იქნება მზად (ეს უკვე 2028-ში იქნება), მაშინ უკვე განცხადებას გავაკეთებთ. მანამდე, თუ ევროკავშირი გადმოდგამს ამ ნაბიჯს, დღესვე დავეთანხმებით მოლაპარაკებებს და გავხსნით. ეს ვთქვით, მაგრამ ოპოზიციას არ აინტერესებს, რადგან მათ სხვა პლატფორმა და ინტერესი აქვთ, რომ თავი გამოიჩინონ ამ უაზრო კითხვებით", - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაცია გაიმართა. ბოჭორიშვილის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ფრაქციამ “საქართველოსთვის“ მოითხოვა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია