ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების შესყიდვისა და წარმოებისთვის 248 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის დილან იეშილგოზ-ზეგერიუსის განცხადებით, ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების შესყიდვასა და წარმოებში 248 მილიონ ევროს ჩადებს.

“ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ დრონებში ჩადებული 248 მილიონი ევროდან დიდი ნაწილი ორივე ქვეყანაში ერთობლივ წარმოებას მოხმარდება. ამ გზით ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ფრონტზე, ვაძლიერებთ ჩვენს ინდუსტრიას და ვიღებთ ძვირფას ცოდნას უსაფრთხო უკრაინისა და ძლიერი ნიდერლანდებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა, განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა ახალი შენატანების შესახებ PURL სქემაში, რომლის მეშვეობითაც ნატო-ს ქვეყნები და სხვა პარტნიორები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს