წალკის მერის ინფორმაციით, წალკაში, სადაც ცოფის შემთხვევა დადასტურდა და 1-თვიანი კარანტინი გამოცხადდა, აიცრა 2000 მსხვილფეხა ჩლიქოსანი, 18 წვრილფეხა, 185 ძაღლი და 75 კატა

წალკის მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძის ინფორმაციით, წალკაში, სადაც ცოფის შემთხვევა დადასტურდა და 1-თვიანი კარანტინი გამოცხადდა, 2000 მსხვილფეხა ჩლიქოსანი აიცრა, 18 წვრილფეხა, 185 ძაღლი და 75 კატა, 5 ღორი, 4 სახედარი.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ილია საბაძემ აღნიშნა, საპრევენციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

„ცოფი 6 აპრილს დადასტურდა. მელადან გადავიდა ძაღლებზე. ამის შემდეგ, ჩვენს მიერ ინფორმირებული იყო ქალაქის მოსახლეობა და 8 აპრილს გამოცხადდა 1-თვიანი კარანტინი, 8 მაისამდე.

ადგილზე უკვე ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები. აიცრა 2000 მსხვილფეხა ჩლიქოსანი, 18 წვრილფეხა, 185 ძაღლი, 75 კატა, 5 ღორი, 4 სახედარი. მიმდინარეობს პროცედურები კვლავ, თუ რაიმე პროცედურაა საჭირო ჩატარდება, საპრევენციო სამუშაოები გრძელდება.

წელს ცოფის 1 შემთხვევა გვაქვს. რამდენიმე წლის წინ მსგავსი შემთხვევა გვქონდა, მელასგან იყო გადასული ძაღლზე და მსგავსი პრევენციები ჩატარდა“,- აღნიშნავს ილია საბაძე.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა. შედეგად წალკის მუნიციპალიტეტში, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა და საკარანტინო ღონისძიებები დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა