სტომატოლოგთან ვიზიტი ბევრი ადამიანისთვის კვლავ დიდ სტრესთან და შიშთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება, "დენტოფობია" (სტომატოლოგის შიში) რჩება მთავარ მიზეზად, რის გამოც პაციენტები მკურნალობას არიდებენ თავს. სტომატოლოგია ნარკოზით სწორედ ის გამოსავალია, რომელიც ამ ბარიერს ხსნის. ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, ნებისმიერი სირთულის პროცედურა შესრულდეს სრულიად უმტკივნეულოდ, მშვიდ და კომფორტულ გარემოში, ემოციური დაძაბულობის გარეშე.
რას ნიშნავს სტომატოლოგია ნარკოზით?
სტომატოლოგია ნარკოზით საშუალებას იძლევა კბილების მკურნალობა ჩატარდეს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. პროცედურის დროს პაციენტი არის სრულად მოდუნებული, არ განიცდის შიშს, დისკომფორტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს სტომატოლოგის შიში ან საჭიროებს რთულ და ხანგრძლივ მკურნალობას. პროცესს მუდმივად მეთვალყურეობს კვალიფიციური ანესთეზიოლოგი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას.
მთავარი უპირატესობებია:

როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
სტომატოლოგია ნარკოზით ეტაპობრივად და მკაცრი სამედიცინო პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს, რათა პროცესი იყოს უსაფრთხო და კომფორტული.
პირველ ეტაპზე ტარდება კონსულტაცია სტომატოლოგთან - ექიმი აფასებს პაციენტის პირის ღრუს ზოგად ჯანმრთელობას. შემდეგ ინიშნება შესაბამისი წინასაოპერაციო ანალიზები და კონსულტაცია ანესთეზიოლოგთან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ნარკოზი ინდივიდუალურად და უსაფრთხოდ დაიგეგმოს. ოპერაციის დღეს ანესთეზიოლოგი ატარებს ნარკოზს და პაციენტი გადადის მედიკამენტურ ძილში. ამის შემდეგ სტომატოლოგი ასრულებს დაგეგმილ მკურნალობას.
პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი გარკვეული დროის განმავლობაში რჩება მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტი ოპერაციიდან მეორე დღესვე ტოვებს კლინიკას, თუ მას არ აღენიშნება რაიმე გართულებები. (თუმცა თანამედროვე სამედიცინო პირობებში და კვალიფიციური ექიმების ხელში ნარკოზის შემდგომი გართულებების რისკი მინიმიმუმადმეა დაყვანილი)
სწორი დაგეგმვისა და პროფესიონალური გუნდის პირობებში პროცესი არის უსაფრთხო, კონტროლირებადი და მაქსიმალურად კომფორტული პაციენტისთვის.
სტომატოლოგიური მკურნალობა შშმ პირებისთვის
შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მკუნრალობა ნარკოზით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აქვს კომუნიკაციის სირთულე, ძლიერი შიში, ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ართულებს სტანდარტულ სტომატოლოგიურ ჩარევას.
ზოგადი ანესთეზიის საშუალებით პაციენტი იმყოფება ძილში, არ გრძნობს ტკივილს და არ განიცდის სტრესს. ეს საშუალებას გვაძლევს ერთ სესიაში ჩატარდეს რამდენიმე საჭიროა მანიპულაცია, რაც ამცირებს ვიზიტების რაოდენობას და ემოციურ დატვირთვას როგორც პაციენტისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის.
პროცედურამდე აუცილებელია ჯანმრთელობის საერთო შეფასება, ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები, რათა მკურნალობა იყოს ეფექტური, უსაფრთხო და კომფორტული.
ბავშვთა სტომატოლოგია ნარკოზით - შეიძლება თუ არა

ბავშვთა სტომატოლოგიაში ნარკოზის გამოყენება არა მხოლოდ შეიძლება, არამედ ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც კია. თანამედროვე მედიცინა ამ მეთოდს მიიჩნევს ყველაზე უსაფრთხო გზად იმ პატარა პაციენტებისთვის, რომლებიც სხვაგვარად მკურნალობას ვერ ახერხებენ. ეს მეთოდი გამოიყენება, როდესაც ბავშვი პატარა ასაკისაა, აქვს ძლიერი შიში ან საჭიროებს ერთდროულად ფართომასშტაბიან მკურნალობას.
ნარკოზის პირობებში პროცედურა ტარდება პედიატრიული ანესთეზიოლოგის კონტროლის ქვეშ, წინასწარი გამოკვლევებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ. მედიკამენტური ძილი საშუალებას აძლევს ექიმს მშვიდ გარემოში სრულად ჩაატაროს აუცილებელი მკურნალობა, ხოლო ბავშვს იცავს სტრესისა და ტკივილისგან.
ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში ბავშვებზე ნარკოზით მკურნალობას ატარებს ექიმი ლია მანია. ასევე შეგიძლიათ იხილოთ მის მიერ ჩატარებული მანიპულაციები ბავშვებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მკურნალობის ხარისხსა და პროფესიონალიზმს.
რა ღირს სტომატოლოგიური მომსახურება ნარკოზით?
სტომატოლოგიური მომსახურების ფასი ნარკოზით ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულია პროცედურის ტიპზე, მკურნალობის სირთულესა და ხანგრძლივობაზე, ასევე ნარკოზის დროისა და ანესთეზიოლოგიური გუნდის ჩართულობაზე. აქედან გამომდინარე, ზუსტი ფასი დგინდება პირველადი კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის შემდეგ, როდესაც ექიმი შეადგენს სრულ სამკურნალო გეგმას და პროცედურების მოცულობას.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კვალიფიციური სტომატოლოგები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა. კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.