„გახარია საქართველოსთვის“ - მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ტყუილებით ევროკავშირს დააბრალა ევროინტეგრაციის შეჩერება, მაშინ როცა 2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა „ოცნების“ გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის ცალმხრივად შეჩერებაზე

მაკა ბოჭორიშვილმა და „ქართული ოცნების“ თითოეულმა წევრმა ძალიან კარგად იციან, რომ ისინი ვერ გაექცევიან პერსონალურ პასუხისმგებლობას, რომელსაც ისტორია და ქართველი ხალხი მათ დააკისრებს ქვეყნის ევროპული მომავლის მოსპობის გამო, - ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც პარტია აღნიშნავს, საქართველოში ყველამ იცის, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა საქართველოს ევროინტეგრაციის ცალმხრივად შეჩერებაზე, რითაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

„გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დაადასტურა ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილება და ტყუილებითა და დეზინფორმაციით ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ევროკავშირს დააბრალა. საქართველოში ყველამ იცის, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა „ოცნების“ გადაწყვეტილება, საქართველოს ევროინტეგრაციის ცალმხრივად შეჩერებაზე, რითაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს პერსპექტივას, გახდეს მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. მაკა ბოჭორიშვილმა და „ქართული ოცნების“ თითოეულმა წევრმა ძალიან კარგად იციან, რომ ისინი ვერ გაექცევიან პერსონალურ პასუხისმგებლობას, რომელსაც ისტორია და ქართველი ხალხი მათ დააკისრებს ქვეყნის ევროპული მომავლის მოსპობის გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

„ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია