შალვა პაპუაშვილი - არავის მივცემთ საშუალებას საქართველოში რევოლუციური გეგმები განახორციელონ, ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რევოლუცია - ყველა ზიანი, რაც მიგვიღია, იყო არამკითხე მოამბეების შიდა საქმეებში ჩარევით

არავის მივცემთ საშუალებას რევოლუციური გეგმები საქართველოში განახორციელონ. ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რევოლუცია, რამდენიც უნდათ იმდენი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კითხვას „იმედის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ „ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი უწერს“.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ჩეხეთის ახალი ხელისუფლება აღნიშნულით დაინტერესდება.

მისივე თქმით, თავადაც დაინტერესდება საკითხით და ყველაფერს დეტალურად შეისწავლის.

„ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებდა იმას, თუ რა არის დღევანდელობის ყველაზე დიდი ბოროტება. ყველაზე დიდი ბოროტება არის სუვერენიტეტის ჩუმი, თითქოს ძალადობრივი და ამავე დროს ყველაზე მზაკვრული ხელყოფა, როდესაც უცხო ცდილობს ხელი აფათუროს სხვა ერის, საზოგადოების ცხოვრებაში. რთულია წარმოიდგინო ამაზე დიდი ბოროტება, ქვეყნები, ადამიანები თუ ჯგუფები სხვა ერების ცხოვრების არევას ცდილობენ.

მეც პირადად დავინტერესდები ამ საკითხით. ჩეხეთში იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება შეიცვალა იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესდება. ყველაფერს დეტალურად ჩავყვებით. არავის მივცემთ საშუალებას საქართველოში რევოლუციური გეგმები განახორციელონ. ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რევოლუცია, რამდენიც უნდათ იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას! გვეყო წარსულში, რაც ურიეს გარედან , რაც დააზიანეს. ყველა ზიანი, რაც კი მიგვიღია, იყო ასეთი არამკითხე მოამბეების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში