რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, უკრაინაში, კერძოდ, საზღვრის მახლობლად, რუსეთის მიერ სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის დროს, რუმინეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სასაზღვრო ზონაში ორი საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს და ერთ-ერთი მათგანი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რადიოლოკაციური სიგნალი ტულჩეის ოლქში, სოფელ ჩილია-ვეჩედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაიკარგა. რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნულ ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაციას განახორციელებენ.

სამინისტრომ რუსეთის ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ „ეს საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს