შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე - გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ, შემდეგ გადაივლის ხოლმე

ხელოვნური აჟიოტაჟი რომ იყო გამოჩნდა - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ, შემდეგ გადაივლის ხოლმე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მთავრობის იმ დადგენილებას შეეხებოდა, რომლის თანახმადაც საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩნდება ფრენისთვის შეზღუდული, ახალი დახურული ზონა „აბასთუმანი-2“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ეს იყო რამდენიმე წუთიანი დეზინფორმაცია“.

„ხელოვნური აჟიოტაჟი რომ იყო გამოჩნდა. რამდენიმე წუთიანი დეზინფორმაცია არის ხოლმე, ამას შეჩვეული ვართ. ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ, შემდეგ გადაივლის ხოლმე. ამიტომ ასეთი პროპაგანდისტული ხრიკების დროს, უბრალოდ უნდა დავიცადოთ ორი დღე და გადაუვლით მერე ეს ყველაფერი, როგორც სხვა საკითხებს გადაუვლია მათთვის. უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ და დავაკვირდეთ სხვადასხვა მედიის ჩართულობას, განსაკუთრებით ეს შეეხება ბრიუსელის პროპაგანდისტულ მედიებს, ონლაინ მედიებს, რომლებიც ბრიუსელიდან ფინანსდებიან. დააკვირდით რა თემებს იტაცებენ, ვინაიდან როცა ამას შევხედავთ, პირდაპირ იშიფრება სქემა საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისა, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ევროპული ფონდებიდან ფინანსდება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 2026 წლის 9 თებერვალს, საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილება №52 ნაწილობრივ ცვლის ძველ, 2018 წლის №660 დადგენილებას „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესების” შესახებ.

მათივე ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩნდება ფრენისთვის შეზღუდული, ახალი დახურული ზონა „აბასთუმანი-2”.

გამოცემის ინფორმაციითვე, ამ ცვლილებით, აბასთუმნის თავზე, დაახლოებით 28 საზღვაო მილის (52 კმ.) დიამეტრის საჰაერო სივრცეში აიკრძალა სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავების შესვლა. ეს აკრძალვა ვრცელდება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე, ფრენისთვის დახურული ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და საქართველოს სიღრმეში - დაახლოებით 45 კმ-ში სრულდება. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს. აბასთუმნის თავზე აკრძალული ზონა, სულ მცირე, ოთხჯერ აღემატება თბილისის ფართობს.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა