შს მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს უზბეკ კოლეგასთან და ხელს მოაწერს ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.

„გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ სამარყანდში, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართ საერთაშორისო ფორუმში, სახელწოდებით - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

აღნიშნულ ფორუმზე, განხილული იქნება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ეუთოს (OSCE), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ინტერპოლის, ევროპოლის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის (UN INCB) ხელმძღვანელი პირები”,- ნათქამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს