„პალიტრა მედია“ 31 წლის გახდა

„პალიტრა მედია“ 31 წლის გახდა. გაზეთ „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა. მალევე „კვირის პალიტრა“ მაღალტირაჟიან და გავლენიან გამოცემად იქცა, რა პოზიციასაც დღემდე ინარჩუნებს.

ობიექტურობა, სანდოობა, აქტუალურობა და მრავალფეროვნება - გაზეთის წარმატების ფუნდამენტი იყო პრინციპები, რომელსაც „პალიტრა“ ყოველთვის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს.

პირველ წარმატებას საქმიანობის გაფართოება მოჰყვა - „კვირის პალიტრის“ გარდა, წარმატებით დაიწყო სხვადასხვა გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემა, მოგვიანებით კი ონლაინ მედიის განვითარება.

დღეისთვის „პალიტრა“ ფლობს 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებას, რომლებიც უპირობო ლიდერები არიან თავიანთ სეგმენტში. ასევე, ჰოლდინგი ფლობს რადიოს და ტელევიზიას.

„პალიტრამ“ ბიზნესი სხვა მიმართულებებითაც განავითარა. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის - საგამომცემლო სახლი „პალიტრა L“, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“, რამდენიმე სტამბა, ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა, წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU და სხვა. რაც მთავარია, გამსხვილებას და განვითარებას შეუქცევადი ხასიათი აქვს.

„პალიტრამედია“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - ამ დროისთვის ჰოლდინგში 3 000-მდე ადამიანი მუშაობს და მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.

ობიექტურობა და განვითარებისკენ სწრაფვა - ეს არის მთავარი ფუნდამენტი იმ 31-წლიანი წარმატების ისტორიისა, რომელსაც „პალიტრა“ ჰქვია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია