ირანის პარლამენტის სპიკერი - აშშ-ის პრეზიდენტმა ერთ საათში 7 განცხადება გააკეთა და შვიდივე სიცრუე იყო, ტყუილებით ომი ვერ მოიგეს და მოლაპარაკებებშიც ვერაფერს მიაღწევენ - ბლოკადის გაგრძელებს შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტე ღია არ დარჩება

აშშ-ის ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტე დაიხურება, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს.

„აშშ-ის პრეზიდენტმა ერთ საათში შვიდი განცხადება გააკეთა და შვიდივე მათგანი სიცრუე იყო. მათ ამ ტყუილებით ომი ვერ მოიგეს და ტყუილებით მოლაპარაკებებშიც ნამდვილად ვერაფერს მიაღწევენ. ბლოკადის გაგრძელებს შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტე ღია არ დარჩება“, - წერს ღალიბაფი X-ზე.

ასევე, ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში გავლა „განსაზღვრული მარშრუტით“ და „ირანის ნებართვით“ მოხდება.

ცნობისთვის, გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გაიხსნა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ სრუტე სრულად გაიხსნა, თუმცა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა