შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ტერიტორია დღეს გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფისთვის

სამწუხაროდ, ევროკავშირის ტერიტორია დღეს გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფისთვის - ევროპული ფული იქცა სხვა ქვეყნების, სხვა ერების ცხოვრებაში ხელის ფათურის და სხვა ერების ცხოვრების და ყოფის არევის, დემოკრატიის ხელყოფის და ძალადობის წახალისების წყარო ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ გამოწვევასთან გამკლავება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავარი ამოცანაა და საქართველოსაც შეაქვს ამ პროცესში წვლილი უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებით.

„ძალიან აშკარად და ხელის გულზე დევს, რასთანაც გვაქვს საქმე, ის მავნე პრაქტიკა, რაც ადრე კეთდებოდა ამერიკის წინა ადმინისტრაციის დაფინანსებით, მათ შორის, საქართველოში, აკერმანის და სხვა მსგავსი ინსტრუქტორების მონაწილეობით, რომელიც ახალმა ადმინისტრაციამ სრულად შეაჩერა, რამდენიმე ხანია, რაც გადასულია ევროკავშირში. სამწუხაროდ, ევროკავშირის ტერიტორია დღეს გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფისთვის და ეს არის ამის ნათელი მაგალითი, რომ ჩეხეთის ტერიტორია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს არეულობის ინსპირაცია, მოხდეს სუვერენიტეტის შელახვა და მოხდეს ანტიდემოკრატიული პროცესები. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გარკვეული დეტალები გახდა ცნობილი, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახური ძალიან დეტალურად დააკვირდეს ამ პროცესს. ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს მიხედვით ჯგუფების მომზადებასთან, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. როგორც სხვა შემთხვევებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დარწმუნებული ვარ, ძალიან დეტალურად დააკვირდება და გამოავლენს, რასთან გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ ქართული პასპორტის მქონე, სახელით და გვარით ქართველები პირდაპირ მონაწილეობენ სპეცსამსახურების სცენარით მიმდინარე პროცესებში. მე რაც ვნახე, ეს ორგანიზაცია, რომელსაც იგორ ბლაჟევიჩი წარმოადგენს, ფინანსდება ევროპული ფონდებიდან, მათ შორის, ღია წყაროებით რაც ჩანს, მილიონობით დაფინანსებას გასცემს, ორიენტირებულია კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაზე და ჩანს, რომ არის მავნე მიზნები და განზრახვები და იკვეთება პირდაპირ სპეცსამსახურების ხელი იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში არიონ სიტუაცია. მართლა სირცხვილია თუ სადამდე მიდის ევროპული ფონდების დაფინანსების ანტიდემოკრატიული ტენდენციები და ამის შეჩერება არის მთავარი ამოცანა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ჩვენც ამაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ ცვლილებებით. დღეს ევროპული ფული იქცა სხვა ქვეყნების, სხვა ერების ცხოვრებაში ხელის ფათურის და სხვა ერების ცხოვრების და ყოფის არევის, დემოკრატიის ხელყოფის და ძალადობის წახალისების წყარო.“-განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში