მიხეილ სააკაშვილი - გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე, სხვა არანაირი გზა არ არსებობს

გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე. სხვა არანაირი გზა არ არსებობს , - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, უნგრეთის არჩევნების შედეგად ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყველა უნდა დაიჭიროს და თავისუფალი არჩევნები არასდროს ჩაატაროს, ტელევიზიები დახუროს, სოციალური ქსელები შეზღუდოს, ევროპა და ამერიკა კი ახლოსაც არ გაიკაროს, რასაც საქართველოს მოსახლეობამ საერთო ეროვნული რადიკალური და გაბედული წინააღმდეგობით უნდა უპასუხოს.

„რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?

როგორც დღემდე თვლის, რომ მე დასავლეთს აყოლილი სულელი ვიყავი, როცა პატიოსან არჩევნებს ვატარებდი და ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე და ივანიშვილი არ დავიჭირე, რომ შევარდნაძე სუსტი იყო იმის გამო რომ "გამაბლატავა", არ დამიჭირა, რომ ასლან აბაშიძემ ზედმეტად ადვილად დათმო ხელისუფლება,

ზუსტად ასევე, ახლა ფიქრობს, რა სულელი აღმოჩნდა ორბანი, რომ მადიარი არ დაიჭირა და არჩევნები თავისუფლად ჩაატარა.

ჰოდა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყველა უნდა დაიჭიროს და თავისუფალი არჩევნები არასდროს არც უნდა გაივლოს გულში. ტელევიზიებიც უნდა მოხუროს, სოციალური ქსელები შეზღუდოს, ხოლო ხალხი დალაიქებისთვის უნდა დააჯარიმოს და ჩაკეტოს, ხოლო ევროპა სათოფეზე არ უნდა გაიკაროს (პრინციპში ამერიკაც) და არც მარტო რუსეთის იმედზე არ უნდა დარჩეს.

რით უნდა გავცეთ ამაზე პასუხი?

არა მხოლოდ ფილარმონიიდან რუსთაველამდე ბოლთის ცემით, არამედ საერთო ეროვნული რადიკალური და გაბედული წინააღმდეგობით. სამოქალაქო აქტიური ქმედების ჯგუფების შექმნით, ერთიანობით და შეტევით.

გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე. სხვა არანაირი გზა არ არსებობს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში