მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი ამზადებს ერთ-ერთი შვილის ხელისუფლებაში მოყვანას და გვაჩვევს დინასტიურ მმართველობას - ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული,  უნდა იყოს ქართული და ქართველების გზა არის რევოლუცია

ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული და ქართველების გზა არის რევოლუცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, სოცუალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

სააკაშვილი განცხადებაში ოპოზიციაზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ სხედან "თბილ ტელესტუდიებში, ფეისბუქის კომფორტულ ბაბლში" და უკვირთ ხალხი რატომ არ გადის რუსთაველზე.

მესამე პრეზიდენტის თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამზადებს თავისი ერთ-ერთი შვილის ხელისუფლებაში "მოყვანას და გვაჩვევს დინასტიურ მმართველობას".

"იმისთვის, რომ რეგიონებში ჩასვლა გამოგივიდეთ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო საკუთარი თავი კი არა, ხალხიც გულწრფელად გიყვართ.

მე პრეზიდენტობამდეც და პრეზიდენტობის დროსაც პირადად კარგად ვიცნობდი და ვმეგობრობდი წყნეთის ტყის დამცველებთან, მარნეულელ აზერბაიჯანელებთან, ანაკლიის მეთევზეებთან, კახეთში ჩურჩხელის გამყიდველ დედა-შვილთან, ომში დაღუპული გმირების ოჯახებთან.

სანდრას ყოველგვარი PR-ის გარეშე, პირადი ღვაწლი ჰქონდა მრავალ ასეულ ადამიანზე და სათითაოდ მეგობრობდა მათთან. ჩვენს ოჯახს „ნაშვილები“ ჰყავდა ათამდე სოციალურად გაჭირვებული ოჯახი, რომელსაც არა მხოლოდ ფინანსურად ვეხმარებოდით საკუთარი ხელფასებიდან, არამედ პირადად ვსტუმრობდით, შვილებს ვმკურნალობდით და განათლების მიღებაში ვეხმარებოდით.

იმისთვი, რომ ეს ხალხი რუსთაველზე მოვიდეს, ჯერ თქვენ უნდა იყოთ მათთან ნამყოფები კამერების გარეშე და გახსნილი გულით. ჯერ თქვენ უნდა იყოთ ნაბრძოლი ადგილობრივ ფეოდალებთან, ისეთთან, როგორიც ნეფარიძე იყო წყნეთში. რამდენმა თქვენგანმა იცის მაგალითად თუ რას ჩადიან ჩიგოგიძე და ჩხარტიშვილი გურიაში ან წყალტუბოს და ზუგდიდის მერები, კახელი ფეოდალები ან ვიტია ჯაფარიძე სვანეთში და გაქვთ ამაზე ხმა ამოღებული.

საუბრობთ ტურიზმის კრიზისზე, რამდენი ხართ ასული კურსებში ან ბევრ სხვა პრობლემურ ადგილზე?

ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და "ფეისბუქის" კომფორტულ ბაბლში და გიკვირთ ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე.

შესაბამისად რეგიონებში არსებობს მხოლოდ ბიძინა VS მიშა და არ რჩება ადგილი თქვენთვის. პრინციპში ქალაქებშიც თუ ბაბლს გასცდებით იგივე სიტუაციაა.

ამის სანაცვლოდ გადაიქეცით საერთაშორისო ვითარების მიმომხილველ აბონ ციციაშვილებად ან ზოგი ჯიუტად აგრძელებთ ერთი და იმავეს გამეორებას - მთავარია ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველაფერი მოგვარდება. კი, მაგრამ როგორ უნდა შეიცვალოს ივანიშვილი?

მინდა, შეგახსენოთ, რომ 2021 წელს, ჩემმა 2 დღით (თუნდაც ფარულად) გადაადგილებამ საქართველოში, საშუალება მისცა ოპოზიციას, მინიმუმ ყველგან დასავლეთ საქართველოში არჩევნების მოგების, ესე იგი ჩვენ წამოვიყვანეთ ივანიშვილის ამომრჩეველიც. ასე რომ ის, რომ მიშა გვაუცხოებს მეორე მხარესთან, სრულიად მცდარია და 2021 ისევე როგორც 2018 აჩვენებს (როცა ბაქრაძეს რომ არ დაეყენებინა კანდიდატურა, გრიგოლ ვაშაძე, პირველივე ტურში მოიგებდა), რომ ე.წ. ქოცური ამომრჩევლების წამოყვანა ყველაზე კარგად მე შემიძლია.

იმიტომ რომ ივანიშვილის ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი, არის ჩემი ყოფილი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მომცა 2018 და 2021-შიც, ამიტომ როცა იმავე რეგიონებში ზოგიერთი თქვენგანი მიდის ლოზუნგით - „არც მიშა, არც ბიძინა“, ბუნებრივად განიცდით სულ კრახს.

ასე მაგალითად, 2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა, ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი.

უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ ოპოზიციონერზე ბევრად უფრო სახალხო პოლიტიკოსი იყო სრულიად ბნელი და ამორალური ღარიბაშვილი და ამიტომაც დაიჭირა პატრონმა, უნგრეთში მადიარის გამოჩენის შემდეგ ჩაანაცვლა სოციოპათი კობახიძით.

ახლა ივანიშვილი სულ უფრო ჩნდება თავის ოჯახთან ერთად, რითაც ამზადებს თავისი ერთ-ერთი შვილის ხელისუფლებაში მოყვანას და გვაჩვევს დინასტიურ მმართველობას.

ყველაფერი ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული და ქართველების გზა არის რევოლუცია" , - აცხადებს საკაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში