მიხეილ სააკაშვილი - უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, ხშირად ვაკითხავდი მათ მოულოდნელად, რათა შემემოწმებინა, რამეს ხომ არ აკლებდნენ ადამიანებს - გამოირკვა, რომ „ქოცებიც" ხშირად აკითხავდნენ, ოღონდ ფულის „დასაწერად"

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან ხშირად ვაკითხავდი ხოლმე მათ მოულოდნელად, რათა შემემოწმებინა, რამეს ხომ არ აკლებდნენ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გამოირკვა, რომ „ქოცებიც" ხშირად აკითხავდნენ, ოღონდ სულ სხვა მიზნით - ფულის „დასაწერად". ახლა როცა გაჭირვების გამო ბევრი ოჯახი მსოფლიოში გაბნეული და განადგურებულია, ამ არაადამიანებმა დაინახეს კიდევ ერთი საშუალება მოეპარათ მეტი ფული. რაც მეტია გაჭირვებული, მით მეტი სასადილოა საჭირო და რაც მეტი სასადილოა, მით მეტი სახრავი აქვთ კალაძის ბანდიტებს.

მითუმეტეს, როცა, დაჭერის შემდეგ, მათმა პატრონმა უცებ გამოისყიდა საპატიმროდან. აბა რა, ციხეში უნდა ჰყავდეთ კორუფციის მამხილებელი ხაბეიშვილი და კორუმპირებულები უნდა გრიალებდნენ.

ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა „ქოცებს" მისცენ. „ასე იცის ჯაყომა", - წერს სააკაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს