უკრაინის საპატრულო პოლიციის უფროსი კიევში მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ევგენი ჟუკოვმა კიევში 18 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო თანამდებობა დატოვა.

„მე, როგორც სამხედრო ოფიცერმა გადავწყვიტე წარვადგინო განცხადება გადადგომის შესახებ. მე ვფიქრობ, ეს სამართლიანი იქნებოდა", - განაცხადა ჟუკოვმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ადგილზე გამოძახებული პოლიციელების ქმედება სამარცხვინო იყო.

„პოლიციელები მოიქცნენ არაპროფესიონალურად და ოფიცრის ღირსებასთან შეუფერებლად. ისინი მივიდნენ გამოძახებაზე, სადაც უნდა დახმარებოდნენ, უნდა გადაერჩინათ ჩვენი მოქალაქეები, თუმცა ისინი ცუდად ორიენტირდნენ და საფრთხეში დატოვეს დაჭრილები", - განაცხადა ჟუკოვმა.

მისივე თქმით, ჩატარდება შიდა გამოძიება და ამ ორი პოლიციელის ყველა ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცემა.

18 აპრილს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ერთმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. მომხდარი ტერაქტად შეფასდა. როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 8 ადამიანი კი დაიჭრა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს